შესაძლოა საქართველოს მიწაზე ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანებზე დევნა წარსულს მიბარებოდა და არავის გაეხსენებინა, რომ არა ქართველი გამომცემელის და ეთნოგრაფის ზაქარია ჭიჭინაძის შრომები.
სწორედ ამ ადამიანის საშუალებით, რომელიც ქართულ ისტორიზე და კულტურაზე შეყვარებული იყო, უფალმა გადმოგვცა უძვირფასესი ცნობები, რომელიც დასავლეთ საქართველოს ისლამიზაციას ეხებოდა. გამომცემელი და ლიტერატორი ზაქაარია ჭიჭინაძე, რომელმაც 300 წიგნზე მეტი გამოსცა ქართულ ენაზე, 1889 წელს პირველ ეწვია აჭარას და ქობულეთში მოიტანა ქართულ ენაზე დაწერილი წიგნები, რათა უფასოდ გაევრცელებინა ისინი ადგილობრივ მუსულმანებში, რომლებიც თურქული ექსპანსიის შემდეგ მოწყვეტილი იყვნენ მშობლიურ კულტურას და დამწერლობას. უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ პერიოდში, რომელშიც ზაქარია ჭიჭინაძემ მოინახულა აჭარის მიწები, მისი საზღვრები განსხვავდებოდა თანამედროვე საზღვრებისგან. 1878 წელს, მორიგი რუსეთ-თურქეთის დროს, მოწერილ იქნა ე.წ. ბერლინის ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ტაო-კლარჯეთის და აჭარის ძველის სამეფოს ისტორიულად თურქული მიწები.?ბათუმის, ყარსის ართვინის და არდაღანის მხარეები. 3 ბოლო მხარე უკვე აღარ შედის დღევანდელი საქართველოს შემადგენლობაში, რადგანაც შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირმა 1921 მოსკოვის ხელშეკრულებით, მოგვიანებით კი ყარსის ხელშეკრულებით, ბათუმის მხარის სამხრეთი ნაწილი, ყარსი, ართვინი და არდაღანი დაუბრუნა თურქეთს.
თუმცა ჭიჭინაძეს მოუწია მასალების შეგროვები საქართველოსთვის სწორედ იმ ბედნიერ პერიოდში, როდესაც მისი მიწები გათავისუფლებულნი იყვნენ მუსულმანთაგან და ისევ ერთად შემოკრებილი. 1890 და 1891 წელს ის ისევ ეწვია აჭარას უკვე ახალი წიგნებით დატვირთული. რის შემდეგაც უკვე 10 წლით რჩება აჭარაში განმანათლებლური საქმიანობისთვის და ეთნოგრაფიული კვლევებისთვის. მუსულმანთა სოფლებში მგზავრობისას ჭიჭინაძემ შეაგროვა ზეპირი გადმოცემები, ანდაზები, წეს-ჩვეულებები, გამონათქვამები, შეისწავლა ადგილობრივი ისლამური პრაქტიკა. ადგილობრივებმა თავისი ბავშვები მოიყვანეს მასთან ქართული ენის შესასწავლად. ამ საქმიანობიების შედეგი არის წიგნები „ყოფილი ოსმალური საქართველოს ისტორია“, „საქართველოს მუსულმანიზაცია ან ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოში მე17 და მე-18 საუკუნეებში“ და სხვა. ამ შრომების წყალობით ჩვენთვის ძალიან ბევრი გახდა ცნობილი აჭარელი მოწამეების შესახებ, რომლებმაც ოსმალთა შემოსევის დროს სიცოცხლე გაწირეს ქრისტესთვის.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭიჭინაძის შრომები მკვეთრად მეცნიერული ხასიათისაა, მოკლებულ ყოველგვარ, თუნდაც მართლმადიდებლურ მიკერძოებას. ის უბრალოდ სკულპულოზურად აგროვებს მონაცემებს და გადმოცემს მას ისე, როგორც მოისმინა ქართველი მუსულმანებისგან და არ ცდილობდა მათ დამუშავებას, შეფასებას და ანალიზს. ის იქცევა როგორც ობიექტური მოწმე და მეცნიერი. თავის გადმოცემაში ის არ დგება არც დამპყრობელთა და არც დაპყრობილთა მხარეს, უბრალოდ გადმოსცემს იმას, რაც მას მოუყვეს აჭარელმა მუსულმანებმა, რომლებმაც თაობიდან თაობაში შეინახეს ხსოვნა იმ საშინელი მოვლენების შესახებ. განსაკუთრებით ფასობს ეს მოწმობები იმით, რომ ის მოდის მუსულმანებისგან და არა ქრისტიანებისგან. ეს კი ნიშნავს, რომ ის უეჭველად არ იქნება შელამაზებული ქრისტიანთათვის სასარგებლოდ, რაც ხშირად ხდება მთხრობელის უგუნური მოშურნეობის შედეგად, თუკი ის ყვება თავისი მხურვალე რწმენის პრიზმიდან. პირიქით, ამ მოწმობების კითხვისას ისინი ყურადღებით უნდა შევაფასოთ, რადგანაც ის მოგვეწოდება იმათგან, ვინც თავის დროზე ისლამში გადავიდა, უარყო ქრისტე და ასეთი ხსოვნა გადასცა თავის შთამომავლობას, რომელთაც ზრდიდა უკვე უცხო სარწმუნოებაში. ეს კი ნიშნავს, რომ ბრალდებები, რომლებიც ქრისტიანთა მიმართულებით ხშირად გაისმის, არაობიექტურია, წამოყენებულია ქრისტეს რწმენის მტრებისგან და მოვლენათა განმარტება ანგაჟირებულ ხასიათს ატარებდა. მთლიანობაში კი ეს მოწმობები ისეთივე ძვირფასია, როგორც ОГПУ- НКВД -ს დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ ათასობით მართლმადიდებელ ახალმოწამეთა დასჯას და დევნას.